воскресенье, 20 апреля 2014 г.

საპროექტო იდეა

პროექტის სახელწოდება
„ჩემი ბავშვობის ლიტერატურული გმირი“
პროექტის მოკლე აღწერა
ყველა თაობას აქვს თავისი საბავშვო წიგნები. ამ პროექტით მინდა , ბავშვებმა გაიხსენონ ის ემოციები და განცდები, რაც მათ განიცადეს პირველი წიგნის წაკითხვისას, გაიხსენონ ის ლიტერატურული გმირები, რომლებისთვისაც სურდათ მიებაძათ. გაარკვიონ , რა ჟანრის ლიტერატურას კითხულობენ სხვადასხვა ქვეყანაში 11-17 წლის ბავშვები, რადგან ამ ასაკში განსაკუთრებით აქტიურდება ბავშვის გონება და მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს. გაარკვიონ, ვინ რომელი მწერლის შემოქმედებით დაიწყო წიგნის კითხვა, შეუყვარდა ლიტერატურა და .. ჩაიწერონ ინტერვიუები მშობლებისგან, უფროსი მეგობრებისგან , უცხო ქვეყნებში მცხოვრები თანატოლებისგან, შექმნან ფოტოკოლაჟები და შეადარონ ერთმანეთს სხავადასხვა თაობისა და ეროვნების ადამიანების საყვარელი და გამორჩეული წიგნები, ეზიარონ ერთმანეთის კულტურას.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს წიგნის კითხვის შეყვარებას , წერის კულტურის განვითარებას, ინგლისური ლექსიკის გამდიდრებას, ისტ-ის უნარების გამტკიცება-გამომუშავებას.
საგნობრივი ჯგუფი
უცხოური ენა, ხელოვნება, ქართული, ისტ-ი.
მონაწილე ქვეყნები
ნებისმიერი
საკომუნიკაციო ენა
ინგლისური, რუსული, ქართული
ასაკი
11–17
მოსწავლეთა რაოდენობა
შეუზღუდავი
პროექტის ვადები
2 თვე
გასაცნობი აქტივობა
მოსწავლეები საკუთარი თავის წარსადგენად აკეთებენ პრეზენტაციებს, ცვლიან ელ-ფოსტის მისამართებს,  საკუთარ წარმოსახვებ გადმოსცემენ სურათების, ნახატებისა და პატარა ესეების  საშუალებით, შემდეგ  ამ სურათების, ნახატებისა და ესეების გამოყენებით ქმნიან გალერეას,  ადარებენ და განიხილავენ ერთმანეთის შთაბეჭდილებებს და საყვარელ ლიტერატურულ გმირებს, იწერენ ერთმანეთისგან ინტერვიუებს, წარადგენენ მათთვის საყვარელ წიგნებს, იღებენ ვიდეოებს, ამზადებენ ფოტოკოლაჟებსა და  ფოტოალბომებს.
ისტ–ის საშუალებების გამოყენება
ელექტრონული ფოსტა, ბლოგი, skype, PowerPoint, ვიდეო, ციფრული კამერა, სოციალური ქსელი.
შეფასების ფორმა
პრეზენტაციები, ესეები, ისტ-ის გამოყენება
პროგრამის გამოქვეყნების ფორმა
eTwinning, ბლოგი



სკოლა 1
იდეის ავტორი
სკოლა 2
პარტნიორი
სკოლა 3
პარტნიორი
სკოლის სახელწოდება
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
სკოლის მისამართი
დედოფლისწყარო, სოფელი ხორნაბუჯი, ქიზიყის ქუჩა N 1
სკოლის ელ-ფოსტა
სკოლის საკონტაქტო ტელეფონი
სკოლის ფაქსი
მასწავლებლის სახელი, ტელ. ნომერი და ელ-ფოსტა
რუსუდან გონაშვილი,  T +99577387534, rusagonashvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий